ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
“სადაა პოლიტიკური კრიზისი? – პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ მედიაში შემორჩა, მოქალაქეების ცხოვრებაში კი აღარ.
ჩვენ გვაქვს მმართველობითი კრიზისის წინაპირობა პარლამენტში, ეს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ზოგადი პოლიტიკური კრიზისის სურათს ის მალე არ შექმნის.
თუ ამას პოლიტიკური ჯგუფები გაითვალისწინებენ, მეტად ეფექტურ სტრატეგიას შექმნიან მოქმედებისთვის. თუ ვერ გააცნობიერებენ, პოსტარჩევნებისეული ინერციაც მალევე მინავლდება”.-წერს გამზარდია.