“ნამდვილად ვღელავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება” – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის წევრმა მმართველი გუნდიდან, ბენჟამინ ჰადადიმა ლუგსენბურგში, მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. დეპუტატი იქვე ხაზგასმით ამბობს, რომ “ევროკავშირი ღირებულებების ერთობაა”.
ფრანგ მაღალჩინოსანს კითხვა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებსა და “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელმეორედ იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსებაზე დაუსვეს.
ირკვევა, რომ საფრანგეთს, გერმანიას და პოლონეთს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საერთო წერილი აქვთ შემუშავებული, რომელსაც სხვა სახელმწიფოებსაც შესთავაზებენ.
წერილში კი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცეს არჩევანის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.
როგორც იცით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, თუმცა ევროკავშირი ღირებულებების ერთობაა – კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, სამოქალაქო საზოგადოების, უმცირესობების/ლგბტ უფლებების პატივისცემით. ამ კუთხით, საქართველოში არსებული მდგომარეობა ჩვენ გვაღელვებს. ამ მხრივ გვაქვს წერილი, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის მეირ შემოთავაზებული, რომელსაც ასევე შევთავაზებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცენ არჩევნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ევროკავშირის შუაგულშია. თუ საქართველიოს სურს განაგრძოს თავის ევროპული გზა, ის რაც ჩვენ გვსურს, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებას, მათ პატივი უნდა სცენ ამ ფუნდამენტურ ღურებულებებს”- თქვა ფრანგმა მაღალჩინოსანმა.
ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოა. შეხვედრას გერმანიის დელეგაცია უძღვება.