“ვაქცინაცია ჩიპიზაცია არაა”- მეუფე ანტონი

“გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია ჩიპიზაციაა”- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სინოდის 11 თებერვლის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“ზოგადად განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება ჩიპიზაციად, როგორც ასეთი. სუფთა ბიოლოგიური, მედიცინის საკითხია. რა თქმა უნდა, კომისია იტყვის… გაეროს აქვს ეს მიღებული რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს მათ შორის რაიმე განსხვავებები არ იყოს. ისევე, ჩვენი მხრიდანაც არანაირი განსხვავებები არ იქნება. ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share