ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ჯვარცხმას დასახლებაში,რიმა კილასონიას ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანდაზმული ქალბატონი კი, მეზობლებმა გადაარჩინეს.
როგორც ისინი ყვებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მისვლა დააგვიანა და თავისი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.
წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები.