სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება და ის ხვალ გამოქვეყნდება.
„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“,- წერს დეკანოზი.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება