საბავშვო სკვერი, რომელიც ლიანდაგებიდან ზუსტად 10 მეტრში მდებარეობს, ლანჩხუთის მოსახლეობას 260 ატასი ლატი დაუჯდა: “არაფერი აქ გაკეთებული არ არის, ამდენი ფული რომ დაიხარჯა”. “უკეთესი უნდა იყოს, ამ ფასად”. “ბევრი რამ გაკეთდა, რატომაც არა? ბილიკები გაკეთდა, ყვავილები გაკეთდა. მე თვითონ ვიცი, იწმინდებოდა კიდეც”.
“ურუშაძეა ეგერ გრიგოლეთელი და იმას უნდა კითხოთ სად წაიღო ეს ფული. ჭაობი რომაა ახლა და ვერ გაივლი წესიერად”-ასეთია ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილის აზრი, საბავშვო პარკის მოწყობაში გახარჯულ თანხასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სკვერს, სადაც დასასვენებლად ჩამომჯდარ ბავშვებს იშვიათად თუ შეხვდებით, ყოფილიл გამგებლის, ზაზა ურუშაძის დროს აშენდა და მის “კეთისმოწყობაში” საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაიხარეს, თუმცა, ის რისი ნახვაც ფოტოებიდან შეგვიძლია, პარკზე უფრო მეტად, ოდესღაც არსებული პარკის მიტოვებულ და გავერანებულ ტერიტორიას უფრო ჰგავს.