როიტერის ცნობით, გერმანული ვეტერინარიული კლინიკის მიერ გაწვრთნილ ძაღლებს ადამიანის ნერწყვში კორონავირუსის აღმოჩენა 94%–იანი სიზუსტით შეუძლიათ.
გერმანიის შეიარაღებული ძალების კინოლოგიური სკოლის ვეტერინარი, ესტერ შალკე აცხადებს, რომ ძაღლებს კორონავირუსით დაინფიცირებული ნერწყვის ყნოსვით ამოცნობა შეუძლიათ.
“კვლევაც ჩავატარეთ, სადაც ძაღლებს ინფიცირებული ადამიანები ყნოსვით უნდა ამოეცნოთ, რაც მათ 94% შემთხვევაში მოახერხეს”. – აცხადებს ჰოლგერ ვოლკი, ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელი.
შფტევან ვაილი, ქვემო საქსონიის პრემიერი, იმედს გამოთქვამს, რომ კვლევის შედეგების გადამოწმებისა და დადასტურების შემთხვევაში ძაღლების გამოყენება ფართო სპექტრით იქნება შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა კონცერტებსა და სხვა თავშეყრის ადგილებზე ინფიცირებული ადამიანების ამოცნობა.
სპეციფიკური ყნოსვის მქონე ძაღლებს ფინეთის და ჩილეს აეროპორტებშიც ვხვდებით.