“შეგნებულადაა ნასროლი”- გომისმთის აღმნიშვნელი ბანერი დააზიანეს

დღეს, დაბა გომისმთის აღმნიშვნელი ბანერი დააზიანეს- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ფეისბუკ გვერდმა-“გომისმთა” გაავრცელა:

“სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი. დაბა გომისმთის აღმნიშვნელი ტრაფარეტი შეგნებულადაა დაზიანებული. მსგავსი ფაქტი აზიანებს კურორტის იერსახეს და უარყოფითად მოქმედებს დაბის დამსვენებლებსა და სტუმრებზე. გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ კურორტის განვითარებაზე.”- წერია გვერდის მიერ გავრცელებულ სტატუსში.

კომენტარებიდან ისიც ირკვევა რომ, ეს მონადირეების მიერაა გაკეთებული:

“სამწუხარო არა უბრალოდ სირცხვილია უმეტესად მონადირეები აფუჭებენ ზამთარში”

“სწორედ ისაა სამწუხარო რომ შეგნელებულადაა გაკეთებული…”

“მონადირეების ხელწერაა ეს სავარაუდო, ყველას არ ეხება რათქმაუნდა მაგრამ სამწუხაროა რომ ასე აკეთებენ”- წერენ კომენტარებში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: