ოზურგეთში, სოფელ ოზურგეთში მოსახლეობა ამ წუთებში აქციას მართავს.
ადგილობრივები სოფლის შიდა გზისა და წყლის პრობლემების გადაჭრას ითხოვს.
“8 წელია გვპირდებიან და გვატყუებდნენ. სანამ პროტესტს არ მივმართეთ და ქუჩაში არ გამოვედით, მანამ არავინ არ მოგვაქცია ყურადღება.
მობრძანდა ბატონი მერი ახლა და დაგვპირდა, რომ გააკეთებს. ჯერ პატარა ბავშვებივით დაგვემუქრა.თუ პროტესტს გააგრძელებთ არაფერსაც არ გავაკეთებო”-გვითხრა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ნადია ქარდავამ.
ვრცლად აქციის შესახებ რამდენიმე წუთში.