საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს
ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც მის სამშობლოში შიმშილისა და უსამართლობის გამო იღუპებიან, რადგან ეს განსაცდელი რეალურად მე და ჩემს ოჯახის წევრებს არ ეხება. ყველა პირობა გაგმჩნია დავტკბე ცხოვრებით და სიცოცხლე უზრუნველად გავნვლო, მაგრამ ორი ათეული წელია, ორი დღეც არ მიცხოვრია სამშობოლოსგან შორს მყოფს, მასზე ზრუნვის გარეშე.
საჯაროდ ვაცხადებ კიდევ ერთხელ: არ გამაჩნია არანაირი ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის, მიუხედავად არა ერთგზის შემოთავაზების.
აქედან გამომდინარე გთხოვთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ფიქრობთ რომ ჩემმა ხელისუფლებაში ყოფნამ შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ, პირადი წყენის, შურის, თუ სხვა მიზეზის გამო, გადადგით გაბედული ნაბიჯი და ჩემთან ჯიბრს ნუ შეწირავთ საკუთარ კეთილდღეობას.
უარი უთხარით ქვეყნის დაუძინებელ მტერს ივანიშვილს და შესაბამისად რუსულ იმპერიას.
მე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს სამშობლოში და არა – თანამდებობაზე.”