„ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, მოვითხოვოთ საჩივრების სამართლიანი განხილვა“ – ნიკა მელია

სპორტის სასახლის ნაცვლად, ოპოზიცია დღეს 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება – ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს და წერს:

 

“დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

“სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. ”

 

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)”  წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.შეგახსენებთ, ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share