“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარტია “ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს: ““სამწუხაროდ, კარგს ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება. ზოგი წავიდა პარტიიდან, ზოგიც, როგორც ჩანს, მიდის. ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ წავიდა პოლიტიკიდან, არა და თუ ვინმე იყო კლასიკური პარლამენტარის განსახიერება, ეს ზურაბი იყო. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ გზას უთმობს ახალგაზრდებს, ღიმილის მომგვრელია. ამერიკაში და ევროპაში სწოდედ მის ასაკში მოდიან საპასუხისმგებლო პოსტებზე და ხდებიან ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსებად, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ეს არაა ის შემთხვევა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება აძლიერებს მეორეს. ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ არასასიამოვნო ვნახეთ ოპოზიციურ სპექტრში, რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს. მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას შესწევს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება – აცხადებს რომან გოცირიძე.