“მიხეილ სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს აქ ჩამოსვლას”-მელია

“სანამ ეს ხელისუფლებაა მართვის სადავეებთან ყველაფერს რომ კადრულობს, მიხეილ სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში აქ, ქვეყანაში არ უნდა ეცადოს ჩამოსვლას”-აცხადებს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია: “ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია და სანამ ეს ძალოვნები არიან, სანამ ეს პროკურატურაა, სანამ ესენი არიან მართვის სადავეებთან, იმიტომ, რომ მარტივად პროვოკაციას მოაწყობენ და მერე აამუშავებენ მათ ბინძურ პროპაგანდისულ მანქანას-“აი, ჩამოვიდა ადამიანი ქვეყანაში და გამოიწვია სისხლისღვრა და ყველაფერი”. ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. არც ერთიო და ორი ადამიანი ნიშნავს ამათთვის რამეს. ჩვენ გვისაუბრია სააკაშვილთან სხვადასხვა დროს და ის ნამდვილად დაუბრუნდება თავის ქვეყანას, მაგრამ ახლა რომ თქვას -ავიღე ბილეთი და მოვდივარ, ესენი დაავალებენ ვინმეს-ეს ცემე, ამას რამე დაუშავე , რომ მერე ეს დაბრალდეს მიშას. აი, ასეთი ბინძური ხალხია ესენი. არ არიან ხალხო ესენი პოლიტიკოსები. როცა ლაშა ნაცვლიშვილი, შალვა რამიშვილი, ფარცხალაძე არიან ამ ხელისუფლების იდეოლოგი, ცოტა უნდა დავფიქრდეთ რასთან გვაქვს საქმე”-განაცხადა მელიამ ტვ ‘პირველის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share