საზღვრიდან თურქეთს კარტოფილი უკან დაუბრუნდა

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია-  “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა

კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.  24 500 კილოგრამი კარტოფილი საზღვრიდან უკან გააბრუნა. პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში, თურქეთში გაიგზავნა”.-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში თურქეთს 25 ათასი კგ პროდუქტი დაუბრუნდა, ნოემბერში კი – 23 450 კგ. ორივე შემთხვევაში მიზეზი კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება იყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share