რა წერია წერილში, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მისწერა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეუსის მიერ ილია მეორისადმი გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს.

„მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის ბართლომეოსის წერილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს:

 

უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ.

 

ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps), და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე.

ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა, როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში.

გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით.

ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით”, – ნათქვამია წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share