“მოვუწოდებ სინოდს, მოუსმინონ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბრონ”

მხარდაჭერას ვუცხადებ მამა ილიას

დეკანოზი ილია ჭიღლაძეს.
შეუძლებელია ვერ დაინახოს კაცმა, რომ მისი აქტიურობა, სტატიები თუ მიმართვები მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის სიყვარულით და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. შეუძლებელია მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა. ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინონ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბრონ, არამედ გაითვალისწინონ ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share