ყაჩაღობა ქუთაისში- 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ “რიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.

მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share