ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი 2012 წლის არჩევნებს იხსენებს, რა დროსაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშივილი მივიდა მასთან და შესთავაზა, რომ გამხდარიყო აჭარის მთავრობის თავჯდომარე.
ახლვლედიანის თქმით, მაშინ პროექტი, რომელსაც ადამიანური მმართველობის ჩამოყალიბება ჰქვია, არ შედგა, რადგან „ახლადგამომცხვარმა დიდმოხელეებმა“ თბილისში ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ის ხელს შეუშლიდა ბიზნესისა და პოლიტიკის უკანონო გარიგებებს. ახვლედიანის თქმით, ივანიშვილს ეს სწორად უთხრეს.
როგორც ახვლედიანი ამბობს, 31 ოქტომბერს ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელიც საქართველოს მოუტანს ადამიანურ, წესიეს მმართველობას.
„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან სულ რაღაც 20 დღეში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა შეხვედრა, მე ის მაშინ პირველად ვნახე, და შემომთავაზა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. დავთანხმდი, მაგრამ იქვე ვუთხარი: უნდა დავიწყოთ რადიკალური რეფორმები და უპირველესად, რეფორმას უნდა დაექვემდებაროს მმართველობა, ის უნდა გახდეს ადამიანური, ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკა არის ხალხისთვის, ბიზნესი კი – პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, ჩაურევლად… მოკლედ, როცა ვიწყებთ ფორმალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მომართვას ადამიანის ყაიდაზე.
მაშინ ეს პროექტი ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ, რომ აქ, ბათუმში, აჭარაში მოკალათებულმა ბიზნეს-პოლიტიკურმა კორუმპირებულმა წრეებმა და ასევე ახლადგამომცხვარმა დიდმოხელეებმა თბილისში ივანიშვილი დაარწმუნეს, უთხრეს, ახვლედიანი ურჩია, ის ხელს არ მოგიწერთ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უკანონო გარიგებებზეო… სწორადაც უთხრეს!
ბევრი წელი გავიდა, ბევრი ვიწვალეთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, და მგონი, დავიმსახურეთ ის, რომ 8 წლის შემდეგ, 31 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი, რომლის შედეგადაც საქართველოში, ბათუმში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში გვექნება ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა! მმართველობა, რომლის მიმართაც გვექნება ნდობა! მმართველობა, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ღირსებას.“ – აცხადებს ახვლედიანი.