14 წლის მოსწავლე, რომელიც ოჯახს თხილის კრებით არჩენდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ დააბულინგეს, უმძიმესი დანაშაული არ გამოიძიეს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
”ეს ბავშვი თხილის საკრეფად დადიოდა და ბაბუას აჭმევდა საჭმელს” – ამბობს ადგილობრივი.
გოგონას ბაბუა, რომელსაც შვილიშვილი არჩენდა ამბობს, რომ ბავშვმა სუიციდით თავის დანაშაული გამოიყიდა.
“თავის დანაშაული გამოისყიდა ამით, რომ გააუპატიურეს” – ამბობს 14 წლის მოზარდის ბაბუა.
თვითონ გოგომ დარეკა მიშველეთ, ჩემზე ძალადობენო” – ამბობენ მეზობლები.
დღეს, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, 14 წლის ნინის დედა პირველად დაასახელებს ადამიანებს, რომლებიც გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.