“აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ”-მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი ბაბუასგან 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის გამართლებას მარაზმად მოიხსენიებს და საზოგადოებას ამ ტრაგედიის კარგად გათავისებისკენ მოუწოდებს: “მარაზმში ვცხოვრობთ… ბავშვი, რომელიც გააუპატიურეს, თავს იკლავს და ბაბუა ამბობს, ცოდვა გამოისყიდაო… ასე მგონია, ქრისტეს მოძღვრებას კი არა, ძველ აღთქმას და კიდევ იმის იქით, ქვის ხანაში არსებულ წარმართობას ვეთაყვანებით… ბავშვზე იძალადეს, სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სწორედ იმიტომ, რომ უფრო დიდ ზეწოლას ვერ გაუძლებდა… თვითმკვლელის საქციელი კი ოჯახის წევრმა შეაქო… ძალიან მინდა ეს მდგომარეობა კარგად გაანალიზოთ და აღიქვათ… რისთვის ვართ საერთოდ… რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ეკლესიებს ვაშენებთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ… ამაზე გაჩუმება უფრო დიდ შეცდომებს გამოიწვევს… მეუფენო, მამანო, მორწმუნენო, ურწმუნონო, ამაზე დავფიქრდეთ… ამ ტრაგედიას შევებრძოლოთ… უკვე ჩიხიც არ ქვია, აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ”!..-წერს მამა პეტრე.
შეგახსენებთ, რომ გოგონას ბაბუა, რომელსაც შვილიშვილი არჩენდა ამბობს, რომ ბავშვმა სუიციდით თავის დანაშაული გამოისყიდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share