პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა განიხილება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყოფა და მას კულტურის მიმართულება გამოეყოფა, მმართველი გუნდი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. კომიტეტის გაყოფასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კულტურის კომიტეტის გამოყოფის მიზეზად შესაბამისი სამინისტროს გაყოფა და კულტურის სფეროს პრიორიტეტულობა დასახელდა