ჩვეულებრივად რუსული რეჟიმი გვმართავს – ბაჩი ვალიშვილი

რთულია მოერიო ამ ბოროტებას, რუსეთს და ფაშიზმს რეალობის უგულებელყოფით ვერ მოერევი – ამის შესახებ მსახიობმა, ბაჩი ვალიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედება სინდისიდან და გულწრფელობიდან უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა.

“უნდა ვიყოთ გულწრფელები და ჩვენი ნაბიჯები სინდისით უნდა იყოს ნაკარნახევი“, – თქვა მან.

”ბრძოლა როგორც არ უნდა გაგრძელდეს, უნდა ვიყოთ გულწრფელები და ჩვენი ნაბიჯები სინდისით უნდა იყოს ნაკარნახევი. შემდეგ უკვე ვართ ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეგვიძლია ერთად, თანამშრომლობით შევქმნათ გამარჯვება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ სინდისიდან და გულწრფელობიდან არაფერი გამოვა.

არ უნდა შეგვრცხვეს იმის აღიარება, რომ რუსული რეჟიმი, ჩვეულებრივად მოსკოვი გვმართავს და რაც უფრო მალე გავუსწორებთ თვალს ამ რეალობას, მით უფრო მალე შევძლებთ  ახალი გეგმის დასახვას. ახლა ჩვენი წარსული გვექაჩება უკან და გადავლახავთ აუცილებლად. დღეს სხვა რეალობაა, გჭირდება სინდისისთვის მოსმენა და წინ სიარული“, – განაცხადა ვალიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share