მსახიობი ირაკლი აფაქიძე მიიჩნევს, რომ გუშინ ქვეყანაში დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდა. როგორც მსახიობმა განაცხადა, გუშინდელის შემდეგ ყველაფრის სხვანაირად გადალაგებაა საჭირო.
მისივე თქმით, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ევროპა რამე სანქციებს დააწესებს თუ არა, რადგან დიქტატურას ლეგიტიმაცია არ სჭირდება.
”გუშინ ამ ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდა დიქტატურა, აი, იმ ვაკხანალიაზე, ტუსოვკა რომ ჰქონდათ, , ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რაც ვნახეთ გუშინ, ამ ძალამ გააფორმა დეფაქტო, ჩვეულებრივი დიქტატურა ქვეყანაში. სახელმწიფო მმართველობის ამ ფორმას, არანაირი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, საერთოდ არ აინტერესებს ევროპა რამე სანქციებს დააწესებს, არ დააწესებს. არ სჭირდებათ ლეგიტიმაცია. მთავარია ძალაუფლება შეინარჩუნეს.
გუშინ რომ შეიკრიბნენ და ეს ერთი კაცი, მათი ღვთაება და მანქურთების ჯგუფი გარშემო და როგორ შესციცინებდნენ ამ ადამიანს. აგერ ცენზურაც დაიწყო, პირველი ნაბიჯები გაკეთებულია. გუშინდელის შემდეგ ყველაფრსი სხვანაირად გადალაგება გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი აფაქიძემ.