ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქციას დივერსიულ აქტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ 1 500 ადამიანი იყო მისული.
“ჩვენ ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.
კობახიძის თქმით, მისი პარტია 30-ათასიანი აქციის მოწყობის ცდუნებას უძლებს.