ივანიშვილი პატრონ-ყმობას გვთავაზობს – პაატა ციკოლია

“ივანიშვილი გვთავაზობს პატრონ-ყმობას, ეს გულისხმობს დაჩლუნგებასაც, რომ საზოგადოება იყოს ბნელში” – ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

პაატა ციკოლიას შებასებით, ბიძინა ივანიშვილი ლუკაშენკო ვერ გახდება და საქართველოში დიქტატურას ვერ დაამყარებს.

”დიქტატურას აქ ივანიშვილი ვერ დაამყარებს, ლუკაშენკო ვერ გახდება. ამისი რესურსი არ აქვს. იქნება ვიღაცის ვასალი დიქტატორი და ის ვიღაც მას იმიტომ დააფარებს ხელს, რომ გაატაროს მისი ინტერესები. ჩინეთი დააფარებს ხელს, რომ აქ გადიოდეს ჩინეთის დერეფანი. ვითომ ეგ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, რომ რუსებმა არ დაგვბომბონ.

გვთავაზობს რაღაც ვასალურ სახელმწიფოს, თვითონ ფეოდალი თუ ვიღაც იქნება და მის კართან დაახლოებული პირები იქნებიან თავადები და ჩვენ ვიქნებით გლეხები. გვთავაზობს პატრონ-ყმობას, ეს გულისხმობს დაჩლუნგებასაც, რომ საზოგადოება იყოს ბნელში”, – პაატა ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად “კაცური კაცობა” და “ქართული ჰაბიტუსი” დაასახელა. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share