ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის. ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ცნობენ და შედეგებს არ აღიარებენ.

ასევე, ევროპელი პარტნიორები ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და კონკრეტულად იმ პირების დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილის დასანქცირებას ითხოვს.

შემუშავებული რეზოლუციის ტექსტით ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტარები აპირებენ გაყინონ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება და გადახედოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს.

დოკუმენტი თავისი რეკომენდაციებით ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share