” ვთვლი რომ ღირსეული კანდიდატი და ღირსეული ადამიანი იქნება..კარგი სპორტსმენი და კარგი ოჯახის პატრონი – ერთხელ და სამუდამოდ კარგი პრეზიდენტი იქნება, რაც არ ქონდა წინამორბედ პრეზიდენტს და ყველა ვაღიარებთ რომ შეგვეშალა.
ასეც ხდება. არ გააამართლა.
რაც შეეხება ყაველაშვილს, გამომდინარე მისი ცხოვრების წესისა და მისი საპარლამენტო მოღვაწეობისა, მართლა მჯერა რომ საუკეთესო იქნება.
თუმცა სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი ნამდვილად. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და მაინცდამაინც არც მაგას ველოდებოდი, მაგრამ ვფიქრობ საუკეთესო იქნება და არა ისეთი როგორიც დღეს გვყავს.
რომელმაც თავად რომ არ იცის მისი ფუნქცია და თავად არღვევს კონსტიტუციას… არც ის იცის ეტყობა, რა არის კონსტიტუცია და რა ევალება მას.. რაც ჩემთვის წარმოუდგენელია…..”
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ ყაველაშვილზე, “გურიის მოამბესთან” საუბარში.
გუშინ
ნინია ბურჭულაძე