ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით – ნიკა გვარამია

ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა  გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ახლა  მთავარია მათ შესრულებაზე მუშაობა.

„ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით.

მთავარი რომ გამოვყოთ:

ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით

არჩევნების გამოძიება

სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“, – წერს ნიკა გვარამია ფბ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share