შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება” – წერია განცხადებაში.
ამ მომენტში, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე.