დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საქართველოს პატრიარქს მიმართავს და სთხოვს, “წინ აღუდგეს კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.“
მეუფე პატრიარქს ასევე სთხოვს, მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართველ ხალხს.
”თქვენო უწმიდესობავ,
მოგმართავთ,
გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს მეუფე ზენონი.