თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაძე ვითარება დაძაბულია – ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
არსებული ინფორმაციით, გომალაურის უწყების თანამშრომლები რამდენიმე ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
”პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“- თქვა “ტვ პირველთან” ერთ-ერთმა დაშავებულმა.
კადრებში ჩანს სულ მცირე, ორი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში.
ამის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული.
დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები ამ დროისათვის ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩაზე არიან მობილიზებულები. დროდადრო ისინი აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან.