დეკანოზი, გიორგი მამალაძე ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა. ის პროტესტს ოჯახთან ერთად შეუერთდა.
პროტესტის მესამე ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე წინა დღეებში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
„ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.