“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილი, მარიამ წილოსანი გაკვეთილიდან პროტესტის გამო გამოაძევეს.
შემთხვევა ლანჩხუთის მე-2 სკოლაში მოხდა, რა დროსაც ხელოვნების მასწავლებელმა ევროინტეგრაციის მსურველი სკოლის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გამოაგდო.
ამის პარალელურად, “ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება – ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორები არიან შეკრებილები.