საპროტესტო ტალღა არ ცხრება – ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები ბსუ-სთან შეიკრიბნენ

“ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება – ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორები არიან შეკრებილები.

პროტესტის ავანგარდში მოქცეულ მოქალაქეებს ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებიც შეუერთდნენ. ევროპული მომავლის მცველების მთავარი მოთხოვნა კი ერთია – “დაუბრუნდეს საქართველო ევროპულ კურსს”.

ამასთან, ბსუ-სთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share