თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე აცხადებს, რომ ემიჯნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გმობს ძალადობას.
“11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური , დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს.
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი”, – წერს ის.