ზაზა დამენიას მეუღლე – ჩემი შვილიც და შინდისის გმირის შვილიც უმამოდ გაიზარდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობა ჰქონოდა

დღეს , ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის სახელობისაა,  გმირის შვილი , მარიამ წილოსანი გაკვეთილიდან პროტესტის გამო გამოაძევეს. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

”მარიამ წილოსანი უმამოდ გაიზარდა, უმამოდ გაიზარდა ჩემი შვილიც და კიდევ უამრავი გმირის შვილი ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის რომ ამ ქვეყანას სახელმწიფოებრივობა დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება შეენარჩუნებინა…. ჩემი თანადგომა შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილს მარიამ წილოსანს! დიდება გმირებს!”- წერს ხათუნა ხუხუნაიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share