სპეცრაზმსა და ხალხს შორის სასულიერო პირები ჩადგნენ

რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის კარი აქციაზე მდგომი ყველა პირისთვის ღიაა. ადგილზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის სასულიერო პირები დგანან.

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, მათ სპეციალური დანიშნულების რაზმისგან მიიღეს პირობა, რომ ქაშუეთის ახლომდებარე ტერიტორიაზე არ ჩავლენ და არ დაარბევენ.

”ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ხალხს დავეხმაროთ და აღმოვუჩინოთ დაზიანების შემთხვევაში დახმარება. ჩავდექით იმიტომ, რომ იქიდან არაფრის სროლა არ მოხდეს და ჩვენ გვითვალისწინებენ. თუ დისტანცია იქნება, გვითხრეს, რომ არ ჩამოვლენ და არ დაარბევენ”- ამბობს მღვდელი.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ახლა გამოსავალი ღმერთის სიყვარულშია და “პირველებთან” აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სპეცრაზმელებს მოუწოდეს.

”ყველანი უსწორდებიან ერთმანეთს. ქრისტეს გზა არის, ეკლესიაში უნდა მივიდნენ ხალხიც და სპეცრაზმელებიც. ქრისტიანებს ვეუბნები. ღმერთთან მივიდნენ სიახლოვეში. სპეცრაზმელებსაც ვეტყოდი, უფალთან მოვიდნენ ისინიც. ღმერთი შეიყვარონ და ყველაფერი კარგად იქნება. მე მათ მოვუწოდე ამის შესახებ. პირობით შემპირდნენ, მე უდნა მოვუწოდო ადამიანებს. ღმერთმა გვიშველოს. ღმერთი შეიყვარონ და ყველაფერი კეთილად იქნება”, – თქვა “პირველებთან” სასულიერო პირმა.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share