“ქართული ოცნების” ერთ ერთმა დამფუძნებელმა, 2011 წელს, ოზურგეთელმა ტიტე ბაქანიძემ, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პარტიას საბოლოოდ განუდგა, ხოლო ამ მოვლენებს კი ლექსი მიუძღვნა-რომელსაც გთავაზობთ სრულად”
ქართველნო, ხმალი ჩავაგოთ
აღარ დავიცვათ სიონი
ჩვენს შვილებს აღარ ვასწავლოთ
ვაჟა და გალაკტიონი…
არ გვინდა ორბელიანი, რობაქიძე და ყაზბეგი
ახალი გმირნი გამოჩნდნენ
ორი ირაკლის ტანდემი…
აღარ ვასწავლოთ სულიკო
ხევისბერი და აჩრდილი
არც ქვრივი ოთარაანთი
აღარც კესო და არჩილი…
ან არაკები რად გვინდა
სულმნათი სულხან_ საბასი
მღვდელი თევდორეც არ გვინდა
არც არაგველი სამასი…
აღარ ვახსენოთ არასდროს
ქართველთ გმირობის ამბები
არც რუსეთისგან დასჯილი
ქართველი პატრიარქები…
შვილებს არ გავაგებინოთ
რუსმა რომ დედა გვიგინა
ერთად დავდგეთ და ვადიდოთ
გმირად შევრაცხოთ ბიძინა
ტიტე ბაქანიძე