მოკავშირეები ნათლად აცხადებენ, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში – რუტ

ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი“, – თქვა რუტემ.

მისივე თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას.

მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share