კობახიძე ოპოზიციას და ენჯეოებს ემუქრება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას და ენჯეოებს ემუქრება. თვითაღიარებული პრემიერი ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი სწორედ ოპოზიცია და ენჯეოები არიან. კობახიძე ამბობს, რომ ყველა ამ პირს პასუხისგება მოუწევს.

ამასთან, აქტივისტების დარბევის და სასტიკად ცემის შემდეგ “ოცნების” ლიდერი პოლიციას მადლობას უხდის და ამტკიცებს, რომ ის ევროპულზე და ამერიკულზე უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

პოლიცია მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით.ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგის, ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ჩვენ ვაკვირდებოდი ყველას მოქმედებას და ყველა მოქმედებაზე გვექნება რეაგირება კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.   – ამბობს იაკლი კობახიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share