ბოლო დღეებში გახშირდა სხვადასხვა პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მხრიდან იმის წამოძახება, რომ თურმე ივანიშვილის დამსჯელ რაზმელად ქცეული ესა თუ ის პოლიციელი თუ საჯარო მოხელე თურმე “სააკაშვილის დროსაც” მსახურობდა.
ჯერ ერთი ყველაზე წარმატებული ხელისუფლების დროს სამსახური კომპრომატი არაა. მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ შექმნა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები ახალი განათლების, ჯანდაცვის სისტემები, მოსპო ასლანის სეპარატიზმი და აღადგინა აჭარაში საქართველოს კონტროლი, მოსპო კორუფცია და ბოლოს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირობებში დაიცვა და გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა.
ჩვენმა ხელისუფლებამ პატიოსნად ჩაატარა არჩევნები და მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება.
იმ დროს მსახურობდა არა მხოლოდ “ხარება”, რომელზეც მე პირადად არაფერი ვიცოდი, არამედ გიორგი ანწუხელიძეც, ძმები რომელაშვილებიც, შინდისის გმირებიც, ათობით ათასი პატიოსანი სახელმწიფო მოხელე, რომლებმაც საქართველო მსოფლიოში სანიმუშო ქვეყნად აქციეს.
უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი შემდეგი ეროვნული ხელისუფლების პირობებშიც საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ადგილზე დარჩება და 100%-ით ყველას ჩანაცვლება შეუძლებელია.
და კიდევ ერთი ჩემი და ივანიშვილის ერთ სიბრტყეზე დაყენება ღრმად ამორალურია. ამას ხშირად ის ხალხი აკეთებს რომელიც ივანიშვილთან ერთად მოვიდა და შემდეგ მის მიერვე გაგდებულ იქნა.
ივანიშვილი თავიდანვე იყო რუსეთის აგენტი ხოლო მე პოსტსაბჭოთა სივრცეზე ზელენსკისთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ვიქეცი. მე ვარ ქართული სახელმწიფოს მთავარი შემქმნელი, ხოლო ივანიშვილი მთავარი დამანგრეველი.
გთხოვთ დააშეარეთ ეს პოსტი და დათაგეთ ყველა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ვინც ამ უკიდურესად მცდარ პარალელს ავლებს.