“ნიკა მელია თუ ხარ რა ნამუსით უნდა მიმართო ნოდარ დუმბაძის შვილს, ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლს”

““ჩვენ ყველანი ნიკა მელია ვართ “ – ამბობს თაკო ჩარკვიანი და ჭკუის სწავლებით მიმართავს ქეთი დუმბაძეს  ნიკა მელია თუ ხარ რა ნამუსით უნდა მიმართო ქეთი დუმბაძეს Ketevan Dumbadze – ნოდარის შვილს და დღენიადაგ ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლს” .. .ასე გამოეხმაურა პარლამენტარი და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ნიკა მელიასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანის მიმართვას დეპუტატებისადმი და ამავე მიმართვაზე ქეთი დუმბაძის პასუხს.
შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანმა მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის მიმართ პოლიტიკური დევნის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა დუმილი არ შეიძლება და რომ, ამაზე საზოგადოებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share