“შეასრულოს თავისი ვალდებულება, გამოხატოს პოზიცია” – მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები პენცენტრს მიმართავენ

ქართველი მწერლები, მთარგმენლები და გამომცემლები მწერალთა სახლს მიმართავენ და ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატოს.

“მწერალთა სახლში შეკრებილი ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მოვითხოვთ, საქართველოს მწერალთა სახლმა შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება:

“სასწრაფოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი ზვიად რატიანი და გადაიყვანონ ის კლინიკაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან პოეტი და მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე; სოლიდარობას ვუცხადებთ აქციაზე სასტიკად ნაცემ მთარგმნელს, დათა ხარაიშვილს და საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და ქვეყნის ევროპული კურსის ღალატს”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

2 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანი 8 დღით პატიმრობაში დატოვეს.

საზოგადოება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share