სპეცრაზმმა მომიტინგეთა დაშლა და დაკავება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევა დაიწყეს.

სპეცრაზმელებმა რამდენიმე დემონსტრანტიც დააკავეს.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე დაიწია და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.

ასევე, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.

საპასუხოდ, მოქალაქებიი პარლამენტის წინა ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share