საქართველოს მთავრობამ მოატყუა არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ ევროკავსირიც, – “პირველებმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ევროპელი მაღალჩინოსანი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ცრუობდა, თითქოს ევროკავშირთან შეთანხმებულად მოქმედებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა.
მარკუს ცაჰკნა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯებს შედეგი ევროკავსირის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება.
შემიძლია ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და მართველი პარტია ატყუებდა ქართველ ხალხს, მაგრამ ატყუებდნენ არა მხოლოდ ხალხს, არამედ მათ მოატყუეს ევროკავშირიც, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ გზას ევროკავშირისკენ. ჩვენ შევთანმხდით მრავალ ნაბიჯზე, რომელსაც მთავრობა არ მიჰყვა და საჯაროდ იტყუებოდნენ, რომ ისინი პირობებს ასრულებდნენ, მაგრამ სინამდვილეში, მიდიოდნენ სრულიად სხვა მიმართულებით. ევროკავშირის კარი იყო ღია იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ დახურავდა კარს, რომ სულ სხვა მიმართულებით წასულიყო. რისი თქმაც შემიძლია ახლა არის ის, რომ ამ ყველაფერს შედეგები მოჰყვება, მათ შორის ევროკავშირის მხრიდანაც. ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ ფართოდ ვისაუბროთ საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ უკვე დავუწესეთ სანქციები კონკრეტულ პირებს – 11 ადამიანს. დავიწყეთ ივანიშვილით, რომელიც არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება. ასევე შინაგან სამეთა მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ს ყოვლად მიუღებელია. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირის სხვა წევრებს, რომ შეუერთდნენ სანქციებს, – ამბობს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი “პირველებთან” საუბარში ამბობს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების და დიპლომათებთან მიმართებაში სანქციები იქნება. მისი თქმით, მაგიდაზე დევს ვიზალიბერალიზაციის შეცერების საკითხიც.
ჩვენ ეს გადაწყვეტილებების იმის დასამტკიცებლად მივიღეთ, რომ ევროკავშირი სერიოზულად აკვირდება საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესს. წინ ისევ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, დაფინანსება, რომელსაც ისევ ვაწვდით სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ჩვენ შევუჩერეთ დაფინანსება სამთავრობო პროექტებს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” სიტყვა არ შეაასრულა. შემდეგი საბჭო რამდენიმე კვირაში შეიკრიბება. იქნება სანქციები, კონკრეტული ნაბიჯები, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ისევ დევს მაგიდაზე. საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ სწორედ მათ მოატყუეს თავიანთი ხალხი და მათ გაწყვიტეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი სხვა ნარატივი, რომლის გავრცელებაც არის ტყუილი. მე თავად ვნახე თბილისში ყოფნის დროს ფეიკ კამპანია ევროკავშიროს წინაღმდეგ, – ამბობს ცაჰკნა.
ნატოს ორდღიანი მინისტერიალი დასრულდა. თითქმის არ დარჩენილა ევროპელი ლიდერი, რომელსაც საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავსირბეით განცხადება არ გაუკეთებია. ყველა მინისტრი და ლიდერი პირდაპირ ამბობს, ეს აღმაშფოთებელია, რადგან “ქართული ოცნება” არც ევროკავშირის გზავნილებს და არც ქართველი ხალხის ნებას ითვალისწინებს.