გურიის მოამბე

ოზურგეთის თეატრის გაუგებარი განცხადება “ისაო, ესაო… ესაო – ისაო”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოზურგეთის თეატრი განცხადებას ავრცელებს.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გმობს ძალადობას ნებისმიერი ფორმით❗️ ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ ერის სიძლიერე ერთიანობასა და ჰუმანიზმზე დგას. როდესაც საფრთხე ექმნება მშვიდობასა და ჰარმონიას, კულტურის დარგიც ვალდებულია, პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს.
🔴ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული იდენტობა, რომელიც ერთიანობაში პოულობს თავის საფუძველს. სწორედ ამ მიზეზით, საბერძნეთის გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დეკემბრის თვის სპექტაკლების განრიგის გამოქვეყნება დროებით შეგვეჩერებინა, ამავე მიზეზით, 3 და 5 დეკემბერს დაგეგმილი პრემიერა „ილია, თანამდევი სული“ გადაიდო. სპექტაკლების ჩვენება განახლდება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ღირებულებებს, რაც თითოეული ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას განაპირობებს❗️
🔴თეატრი, როგორც საზოგადოების სულიერი სივრცე, ვერ დარჩება უყურადღებოდ მაშინ, როცა ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხეშია. ერთად დავიცვათ ის ღირებულებები, რაც ჩვენს ერს აერთიანებს და წინსვლის საშუალებას აძლევს.
Verified by MonsterInsights