ოზურგეთში დირექტორებმა მოსწავლეები სკოლებში ჩაკეტეს

დირექტორთა გადაწყვეტილებით, ოზურგეთის სკოლები, ფუნქციონირებას ჩაკეტილი კარების პირობებში განახორციელებენ.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მშობლებმა აცნობეს, რომლებიც სკოლების დირექციების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მშობლების თქმით, დირექტორები დილით სკოლის კარებს კეტავენ და მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ხდება მისი გაღება, ამ დროის განმავლობაში კი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გარეთ გასვლა ეკრძალება.

მაგალითისათვის, ჩვენთვის ცნობილი გახდა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ლელა ლომთაძის მიმართვა მოსწავლეებისადმი, რომელიც ბავშვებს უკრძალავს ნებისმიერ აქტივობას:

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share