ყველაზე წესიერი და პატიოსანი მოქალაქე, ვისაც კი ვიცნობ, ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს ასე სახლში შევარდნით, – ამბობს მსახიობი ბახვა ბრეგვაძე, რომელიც დიღმიღმის წინასწარი მოტავსების იზოლატორთან მეგობრებთან ერთად მივიდა და საკუთარ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებს.
ბერგვაძის თქმით, მათ, მსახიობებს, მხოლოდ ერთი რამ სურთ, იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში და თვიანთი საქმე აკეთონ.
”მგონია აღარაფერი გამაკვირვებს, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად გამიკვირდა, ყველაზე წესიერი და პატიოსანი მოქალაქე, ვისაც კი ვიცნობ, ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირეს, ასე სახლში შევარდნით, აქ ვდგავართ და ვგულშემატკივრობთ მას და საქართველოს, რადგან სხვა გადარჩენის გზა არ გვაქვს, სრული სვლით ერვოპისკენ, ეს არის სათქმელიც და ბრაზის მიზეზიც. ჩვენ სხვა არაფერი გვინდა, გვინდა, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა გვინდა იყოს განვითარებული და ნორმალური“, – აცხადებს ბრეგვაძე.