“ძალიან მაინტერესებს რამდენად სწრაფად იხრწნებიან “ქართულ ოცნებაში”, მაინტერესებს რას იზამს ის კალათბურთელი დეპუტატი, ან ეს ვასილ ჩიგოგიძე გურიის მაჟორიტარი”-განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარ აქცენტებში” :
“ა, ვიქტორ სანიკიძესთვის ტაში მაქვს დაკრული ხომ? რას იზამს ეს კაცი მაინტერესებს. აი, მაინტერესებს რას იზამს ვასილ ჩიგოგიძე.
როგრო შეიძლება ხალხო გავრილოვის გამო ადამიანს აჯარიმებდნენ? ესენი როგორ გველაპარაკებიან კანონის ენაზე?
აი ვასო, შენ მიგაჭერინებენ თუ არა თითს პულტზე ეს მაინტერესებს ძალიან. გურიაში დადიოდა ვასილ ჩიგოგიძე, გუშინ, გუშინწინ…ვატყობ ცდილობს, რომ არ იყოს თბილისში. მაგრამ, ტაშს დაგიკრავ ვასილ ჩიგოგიძე და გეტყვი, რომ შენ ყოფილხარ კაცი, რომელმაც სილა გააწანი ბიძინა ივანიშვილს”.-განაცხადა მელიამ.