მეგობრებო უნდა გავაცნობიეროთ თუ რამხელა სტიმულია ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ასადის დაცემა სირიაში.
ის ვინც ყველას დაუმარცხებელი ეგონა, ვინც სისხლში ჩაახშო აჯანყება და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი გააძევა, ვინც ერთი ჩვენი ნაცნობივით თვლიდა რომ ქვეყანა მისი კერძო საკუთრებაა, 4 დღეში ჩამოიშალა იმიტომ, რომ თავისი გაზულუქებული ჯარი და მწამებლები გაექცნენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილს ასადის ძალის მეასედიც არა აქვს და რუსეთი ასადის შენარჩუნებაში ბევრად მეტად იყო დაინტერესებული.
აქ ყველაფერი შეიძლება რამდენიმე საათში განვითარდეს, როგორც თავის დროზე დაემართა ასლან აბაშიძეს, რომელიც იჭერდა, სცემდა და ისროდა კიდეც და რუსი დანებიც კი გამოიყვანა ქუჩაში.
ჩვენთან ოლიგარქი დიგიტალურ ეპოქაში ცდილობს ასადების ოჯახური დინასტიის შექმნას და ეს იმდენად არაამქვეყნიური უტოპიაა რომ მართლა არ მესმის აქამდე როგორ დგას ეს სისტემა.
2024 წელია, მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტი და დიგიტალური ტექნოლოგიები ბატონდებიან. ყველამ ყველაფერი იცის და შიშის ადგილი სულ უფრო ნაკლებად რჩება. აგერ „უკვდავი კაშჩეი“ ასადიც, რომელმაც მადუროსავით აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ჩამოემხო.
ახლა ძალიან ზარმაცები უნდა აღმოვჩნდეთ, რათა სტატუს-კვო შენარჩუნდეს. ისე იმედიანად ვარ, როგორც არასდროს.
P.S. ისე ვისაც არ ახსოვს ან არ აწყობს ამის გახსენება, ქოცები რომ მოდიოდნენ სირიული ჰომსის სცენარით, ესე იგი ომით გვაშინებდნენ. ახლა კი ნამდვილად ჩნდება სურვილი, რომ დამასკოს წყალი გადმოგვესხას, ე.ი. ტირანია უმტკივნეულოდ ჩამოიშალოს.